ქართული მულტფილმების სიუჟეტებად იყენებდნენ ქართულ ზღაპრებს, ქართველი და უცხოელი მწერლების მოთხრობებს, საგანგებოდ ქმნიდნენ ახალ ნაწარმოებებს. ასე ცოცხლდებოდნენ ბავშვების საყვარელი ზღაპრებისა თუ მოთხრობების გმირები და უფრო მეტად საყვარელი ხდებოდნენ თავად მულტფილმები. გარდა იმისა, რომ ნახატი ფილმები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი საყურებელია, ისინი ბავშვებს მეგობრობას, სიკეთეს, სიყვარულს, თავდადებასაც ასწავლიან, უხვეწავენ გემოვნებას, აჩვევენ კარგისა და ცუდის გარჩევას.
სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ქართული მულტფილმი მოწოდების სიმაღლეზე არ არის... დავიტოვოთ იმედი, რომ ქართველი მულტიპლიკატორები კვლავ გაგვანებივრებენ ხარისხიანი და გემოვნებიანი ნამუშევრებით.

:)))
ReplyDeletep.s მურტბილმებტან რაკავშირი გაქ? :))) კარგად გიმუშავია მომწონს)))
ReplyDelete