Monday, May 17, 2010

ცოტა რამ მულტფილმების შესახებ

იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებსაც მულტფილმები მხოლოდ ბავშვობის ტკბილ მოგონებად ექცა. ვერც წარსული, ვერც აწმყო და ვერც მომავალი მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია (ძალიან ხმამაღლა ხომ არ არის ნათქვამი? :) ).
მოკლედ, ნამდვილი cartoon-addict-ი ვარ. რაკი მათი ყურების დიდი გამოცდილება და სტაჟი მაქვს, როგორც მულტფილმების ექსპერტი, თავს უფლებას მივცემ მათ შესახებ ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ.პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ თანამედროვე ბავშვის ცხოვრებაში მულტფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებს ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს, ამიტომ ამ ორის საგულდაგულო შერჩევაა საჭირო, რათა მათ მავნე ზეგავლენა არ მოახდინონ პატარებზე.
როგორი უნდა იყოს კარგი მულტფილმი? გონებამახვილური, სასაცილო, თბილი, სახალისო და რაღა თქმა უნდა ფერადი :). მისი შინაარსი გასაგები და ადვილად აღქმადი უნდა იყოს ბავშვისთვის. იგი მის გონებრივ განვითრებას უნდა უწყობდეს ხელს.
მულტფილმების უმრავლესობა უკეთეს შემთხვევაში არ აზიანებს ბავშვის ფსიქოლოგიას, მაგრამ არც რაიმე სიკეთე მოაქვს მისთვის.ამ ტიპის მულტფილმების ყურება მხოლოდ და მხოლოდ დროის უქმად ხარჯვაა. პირობითად მათ "ნეიტრალური მულტფილმები" ვუწოდოთ.
სამწუხაროდ, არც თუ დიდი იშვიათობაა "ნეგატიური", ძალადობით გაჯერებული ანიმაციური ფილმები, რომლებიც არათუ ბავშვებისთვის, არამედ "რკინის ნერვების" მქონე უფროსებისთვისაც კი არ არის რეკომენდირებული.
იმედია ბლოგს "ნარუტო"-ს ფანები ვერ იხილავენ, რადგანაც უაზრო და ამავდროულად ძალადობრივი ანიმაციური ფილმის მაგალითად სწორედ მის მოყვანას ვაპირებ. ამ მულტფილმთან პირადი უსიამოვნება მაკავშირებს და შეიძლება ობიექტურიც არ ვიყო :). აბიტურიენტობის პერიოდში კვირა დილა იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. შემეძლო შუადღის 12 საათამდე ტელევიზორის ყურება. წარმოიდგინეთ, იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დილით წიგნი ხელში არ აიღოს და სანაცვლოდ კარგი მულტფილმის ნახვაზე ოცნებობს, ამის მაგივრად კი, ჩართავს თუ არა ტელევიზორს, შეეფეთება მომაკვდავი კურდღლის მაგიით შეიარაღებული მებრძოლი თახვი, უღიმღამო, ნაცრისფერი ფერები და ნახატები და ისეთივე უგემოვნო და უნიჭო გახმოვანობა, როგორც თავად ფილმია.
და მაინც, თუ "ნარუტო"-ს გულშემატკივრები ბრძანდებით დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენ დასაბუთებულ არგუმენტებს ამ მულტფილმის დასაცავად :).

რაც შეეხება კარგ ანიმაციურ ფილმს, აქაც ჩემი სუბიექტური მოსაზრება უნდა გაგაცნოთ. მის მაგალითად ჩემს უსაყვარლეს მულტფილმს "ლუის"(life with Louie) მოვიყვან. მისი ყურების დროს ნამდვილად არ მოიწყენთ.ლუი ეს არის ხალისიანი ფერების, ძალიან სასაცილო სიუჟეტის და რაგინდ გასაკვირი იყოს, დიდაქტიკური მოტივის ნაზავი.
თუკი სიცილი და დროის ხალისიანად გატარება დეპრესიაში არ გაგდებთ, მაშინ უარს არც "ბავშვები 402-ე ოთახიდან" ყურებაზე იტყვით.

ახლა კი ბოლო რეკომენდაცია ქართული მულტფილმის მოყვარულებისთვის ან "მოამპარტავნო" პირებისთვის, უყურეთ "ყურშა გაყოყოჩდა"-ს!



მულტფილმების მოყვარულებისთვის


P.S. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის :)

2 comments:

  1. უი... ”ყურშა გაყოყოჩდა”... რამდენი ხანია არ მიყურებია... შემდგომ ალბათ ვიდეოსაც დადებთ...

    ReplyDelete
  2. აუცილებლად :)ახლა ქსელი გადატვირთულია და ვერ ავტვირთე

    ReplyDelete

პირველი ანიმაციური ფილმი

ყურშა გაყოყოჩდა :)

"ანიმაციის გეოგრაფია" :D

პრეზენტაცია ანიმაციის ისტორიის შესახებ