Friday, June 11, 2010

ანიმაციის სათავეებთან

ანიმაციაზე საუბარი ამ სიტყვის ეტიმოლოგიით დავიწყოთ.
ანიმა ლათინურად აღნიშნავს უფლით არის სავსეს, იმას_სულიერს.
ანიმაცია, შესაბამისად სულის შთაბერვას, გაცოცხლებას ნიშნავს.




ადამიანი უხსოვარი დროიდან ცდილობს თავისი ნაკეთობების (ქანდაკებების, ნახატების) გაცოცხლებას. ამის მცდელობას პალეოლითის ხანის კედლის მხავრობაშიც კი ვაწყდებით. ნახატებზე ცხოველების კიდურების ჭარბი რაოდენობა ამ გამოსახულებების ამოძრავებას, მათთვის დინამიზმის მინიჭებას ემსახურებოდა.








ირანში,კერძოდ შახრი სოხტაში, 5000 წლის წინ დამზადებულ ლარნაკზე დატანილი გამოსახულების ავტორსაც ალბათ მისი "გაცოცხლების" სურვილი ამოძრავებდა.






ლეონარდო და ვინჩიც დაინტერესებული იყო მოძრაობის დროს ადამიანის სხეულის კუნთების ცვლილებით. იგი დეტალურად ხატავდა თითოეულ ამ ცვლილებას,რათა ნახატი სტატიკური არ ყოფილიყო. თუმცა სურათის გაცოცხლების საკითხში წარმატებას ვერც მან მიაღწია.






ზოოტროპი
ოპტიკურ ილუზიაზე გათვლილი სათამაშო ჯერ კიდევ ჩვ. წ. 180 წელ შეიქმნა ჩინეთში, ტინგ ჰუანის მიერ. ამ ხელსაწყოს ზოოტროპი ეწოდება. იგი წარმოადგენს თავღია დისკოს, რომლის შიდა კუთხეებზე გამოსახულია ცხოველები განსხვავებულ პოზიციებში. დისკოს ბრუნვა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შიგ ჩახატული საგნები მოძრაობენ.


ტაუმატროპი
წარმოიადგენს ფირფიტას, რომელსაც ორივე მხარეს ძაფი აქვს გამობმული. ფირფიტის ორივე მხარეს გამოსახულია რაიმე სურათი. მაგალითად ერთ მხარეს ჩიტი, მეორე მხარეს_გალია. ძაფების დაქაჩვის დროს ფირფიტა ტრიალს იწყებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩიტი გალიაში იჯდა, შემდეგ კი გამოფრინდა. ეს უმარტივესი ანიმაციაც ოპტიკური ილუზიის პრინციპს ეფუძნება.




პრაკსინოსკოპი

პრაკსინოსკოპი სინათლის ფოკუსირებაზე არის ორიენტირებული და გაუმჯობესებულ ზოოტროპს წარმოადგენს. ზოოტროპის მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი გამოსახულება სინათლის სხივის სარკეში გარდატეხის შედეგად ფოკუსში ხვდება და შემდეგ სპეციალურ ტილოზე აირეკლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელსაწყო თანამედროვე პროექტორის "წინაპარია."




პირველი ანიმაცია

პირველი ანიმაცია შექმნა პრაკსინოსკოპის გამომგონებელმა ჩარლზ რეინოდმა. მისი (ანიმაციის) პრეზენტაცია 1892 წლის 28 ოქტომბერს გრევინის მუზეუმში(საფრანგეთში) შედგა.










პირველი ანიმაციური ფილმი

პირველი ანიმაციური ფილმი ეკუთვნის სტიუარტ ბლექტონს: "სასაცილო სახეების იუმორისტული ფაზები" ("Humorous phases of funny faces.") იგი 1906 წელს შეიქმნა. იგი წარმოადგენს დაფაზე ცარცით შესრულებული ნახატების ანიმაციას, რომლის სიხშირეა 20 კადრი/წამში.







თუკი გსურთ მეტი შეიტყოთ ანიმაციის შესახებ,აქ დააწკაპუნეთ.




No comments:

Post a Comment

პირველი ანიმაციური ფილმი

ყურშა გაყოყოჩდა :)

"ანიმაციის გეოგრაფია" :D

პრეზენტაცია ანიმაციის ისტორიის შესახებ